მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურთან და რეგიონალურ საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის“ წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა მიმდინარე სამუშაოები.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და მხარის რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.