„ხედავთ, რა ხდება საქართველოს პარლამენტში? ხედავთ რა დონეზე მივედით და მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ ეს ქვეყანა, რომ უკვე ბოკერიები ამხელენ „ქართულ ოცნებას“ და გამოდიან და სანდრო გირგვლიანს იცავენ“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მან „ქართული ოცნების“ მამაკაც დეპუტატებს მიმართა და უთხრა: „დადუმებულები რომ სხედხართ „ქართული ოცნების“ დეპუტატი კაცები, ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე, რაც ხდება. ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგის თავიც არა გაქვთ, რომ გაექაჩოთ და გაიყვანოთ დარბაზიდან და პირში უთხრათ სათქმელი“.
ინაშვილი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლოა 2020 წლამდე ვერ მიაღწიოს.
„სამარცხვინოა, რაც დღეს ხდება და ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა: 2020 წლისთვის, აი, ეს ორივე უნდა დავამთავროთ ჩვენ - „ქართული ოცნებაც“ უნდა დავამთავროთ და „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე მოღალატე ჯგუფიც. დღეს ვინ ლაპარაკობს დავით გარეჯზე. დავით გარეჯის ის გარიგებები დაიწყო სააკაშვილის პერიოდში, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა და პირდაპირ იმ განცხადებებს ეყრდნობიან აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლები - ნახევარი გარეჯი ჩვენ არ გვეკუთვნის, იმათიაო. ის ხალხი ლაპარაკობს დღეს დავით გარეჯზე, ქართული მიწების 20% მოწინააღმდეგეს რომ ჩააბარა და მიყიდა. ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაში ხომ უნდა დამთავრდეს ეს სიმახინჯე, რაც ხდება - ამ პარლამენტშიც და ამ პარლამენტის გარეთაც და აი, ასე დადუმებულები რომ სხედხართ „ქართული ოცნების“ დეპუტატი კაცები, ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე, რაც ხდება. ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგის თავიც არა გაქვთ, რომ გაექაჩოთ და გაიყვანოთ დარბაზიდან და პირში უთხრათ სათქმელი. სხედხართ აქ და მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოდიხართ, სირცხვილი თქვენ ყველას“, განაცხადა ირმა ინაშვილმა და მოითხოვა „ქართული ოცნებისგან“ ღირსეულად, „ხმის კანკალის“ გარეშე დაიცვან ქართული მიწა-წყალი, დავით გარეჯი. „მაგრამ რისი დამცველები ხართ თქვენ, „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები. ამ ხალხისთვის ვერ მოგივლიათ და ეხლა გადასულები არიან თქვენი მხილების რეჟიმზე. კარგია, რომ ეს ხდება, ახია თქვენზე იმიტომ, რომ შეუერთდით ამ დამნაშავეებს, რეზოლუციას ჩვენსას მხარი არ დაუჭირეთ, არჩევნების წინ გახსენდებათ მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებები და აი, ასეთი ქვეყანა ააშენეთ თქვენ, უზნეო ქვეყანა, აღარავინ აღარავის პატივს რომ არ სცემს და რა პარლამენტი ვართ ჩვენ საერთოდ? რა რა პარლამენტი ვართ, ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში. მრცხვენია აქ რომ ვზივარ. ორივეს დაგამხობთ ქართველი ხალხი. 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული, მადლობა თქვით კიდევ“, თქვა ირმა ინაშვილმა, რომლის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლასაც წინ „ევროპული საქართველოს“ წევრების, აკაკი ბობოხიძეს, გიგა ბოკერიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ კარლო კოპალიანს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. სხდომის წამყვანმა, თამარ ჩუგოშვილმა ბოკერიას დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.