გიგა ბოკერია: ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავე დროს, აზერბაიჯანს და მას აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას
28-05-2019, 15:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავე დროს, აზერბაიჯანს და მას აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას, აცხადებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

 

 

„ყველასთვის ცნობილია ჩემი და „ევროპული საქართველოს“, ჩვენი მოკავშირეების ძალიან კრიტიკული, რბილად რომ ვთქვათ, პოზიცია „ქართული ოცნების“, ივანიშვილის გუნდის, თქვენ მიერ შერჩეული პრეზიდენტის. თქვენი უნარია, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები აწარმოოთ ან უმაღლეს დონეზე მეგობარ ქვეყნებთან გქონდეთ საქმიანი ურთიერთობა, უფრო სწორედ უუნარობის. ძალიან კრიტიკული ვარ, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს, როგორც პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიულ ოპოზიციას, ძალიან მკაფიო პოზიცია გვქონდეს იმათთან დაკავშირებით, ვინც დღეს ცდილობს, გაამწვავოს ვითარება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმათ მიმართ, ვინც დღეს ცდილობს, შუღლი დათესოს ჩვენი ქვეყნის შიგნით, ვინც პატრიოტიზმის საფარქვეშ რეალურად ქვეყანას მტრობს. აქ არის ხალხი, ვინც ამას აკეთებს გამიზნულად, აქ არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებიც ცდებიან და მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო მათ - მთავრობის მიმართ საფუძვლიანმა უნდობლობამ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას. მთავრობისთვის ზიანის მიყენება და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება ორი სხვადასხვა რამაა, მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის გუნდს ზიანი მიაყენო, ქვეყანას არ შეიძლება, ზიანი მიაყენო.... ყველა, ვინც ხელს უწყობს აზრბაიჯანის შიგნით, იმ ძალებს, ანუ ისევ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ გააღვივოს ანტიქართული განწყობები, პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვერ დაინახო. ეს არის ჩვენი, ჩემი და „ევროპული საქართველოს“ მკაფიო პოზიცია“, მიმართა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი