[ვიდეო] გიორგი ვოლსკი: „საოცრება ხდება ჩვენ თვალწინ... საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული ურთიერთობა განპირობებულია იმით, რასაც ჰქვია სტრატეგიული კურსი ენერგორესურსების მოძრაობისა კასპიის რეგიონიდან ევროპულ ბაზრებზე“
28-05-2019, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საოცრება ხდება ჩვენ თვალწინ. ასეთი გამრუდებული სარკეების ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვითომ იცავენ აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების პრინციპებს“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ გამოთქმული მოსაზრებების საპასუხოდ.

 

 

„რასაკვირველია, ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა არ არის განპირობებული მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნის და ორი ხალხის მისწრაფებით. რასაკვირველია, საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა - ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, სხვა ჩვენი მოკავშირეების - განპირობებულია იმით, რასაც ჰქვია სტრატეგიული კურსი ენერგორესურსების მოძრაობისა კასპიის რეგიონიდან ევროპულ ბაზრებზე. რასაკვირველია, აზერბაიჯანის და საქართველოს მეგობრობა არ არის განპირობებული მხოლოდ პათოსით და შინაგანი განწყობით, ან იმის მოგონებით, რომ ჩვენ დაპირისპირებაში არასდროს ვყოფილვართ. ეს არის განპირობებული იმ სტრატეგიული ამოცანებით და პრინციპებით, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს ორივე მხარეს და პრაგმატული გადაწყვეტილებაა. და ამავე დროს არის მოწოდებები, კი ბატონო გეთანხმებით, მაგონდება მოლაპარაკებებზე როგორ ვიყავით - ცხინვალი, ამ შემთხვევაში და რამდენჯერმე მოგვიწია საკმაოდ გვიანობამდე მუშაობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე, ევროკავშირთან ერთად და ჩვენ თავზე გადადიოდა ჭურვები, რომელსაც ღევანდელი ჩვენი კოლეგები, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ისროდნენ შუა მოლაპარაკებების პროცესში. ახლა, ერთი მხარე მოგვიწოდებს დაძაბულობის იმისკენ, მეორე მხარე ვითომ იმ პირველ მხარეს მოუწოდებს, ვითარების გონიერების შენარჩუნებისაკენ. ამავე დროს, ერთიც და მეორეც საზოგადოებაში განაპირობებს გაურკვევლობას და განაპირობებს გარკვეულ აგრესიას“, განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 

მან მკაცრად გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებმაც დავით გარეჯის საკითხზე განცხადებები გააკეთეს.

 


„[ოპონენტები] დღეს ამბობენ, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილის ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ აუცილებელია დემარკაცია, არის განმაპირობებელი დაძაბულობის. თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი არის დაინტერესებული ამ პრობლემაში. რა არის ეს, თუ არა თვალთმაქცობა, ვითომ მოწოდება იმისა, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობები უნდა იყოს გარკვეული და მეგობრული - რასაკვირველია, უნდა იყოს - და მეორე მხრივ გარკვეული გაუგებრობების შემოტანა ქართულ საზოგადოებაში. აი, როგორც ევროპულ ფასეულობებს იცავს ადამიანი, ვინც ევროპულ ფასეულობებს არღვევს, სწორედ ზუსტად ეგეთი სტრატეგიული, თვალთმაქცი ფანდია ეს, დღეს რასაც ვუყურებთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, თუნდაც იმ განცხადებებში, რომელიც გააჩნიათ... დიახ, მძიმე მემკვიდრეობაა ის, რასაც დღეს ვხედავთ“, აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი