ტოლობის ნიშანი დასვით რუსეთს და აზერბაიჯანს შორის და გადაწყვიტეთ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გზით აზერბაიჯანზე ზეწოლა მოგეხდინათ და რა გინდოდათ, რომ ამას პოლიტიკური შედეგი არ ექნებოდა? - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე მმართველ პოლიტიკურ უმრავლესობას.
სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ის რაც დღეს დავით გარეჯში ხდება, „ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია.
„მე აღარ ვსაუბრობ იმ კორუმპირებულ ინტერესებზე, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს წრეს, რაც უკავშირდება აზერბაიჯანს და გაზს. უკან რომ სხედან ახალგამოჩეკილი ზოგიერთი ოპოზიციონერი, ვურჩევ, რომ დაიბარონ აქ ბიძინა ივანიშვილი, მოვიდეს და მოყვეს, რა კორუმპირებული ინტერესები აქვს აზერბაიჯანთან", მიმართა სამადაშვილმა უმრავლესობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.