უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის №329/2019 დადგენილებაში, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტის 2017 წლის 26 ივლისის №196 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რითაც მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა მოხდა.
სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა და განაცხადა: „მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!“
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პორშენკოს მიერ 2017 წლის 26 ივლისს ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდა, კიევიდან თვითმფრინავით პოლონეთში იქნა დეპორტირებული და ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აეკრძალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.