ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამხედრო პოლიციის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, „ლიდერობისა და ეთიკის“ კურსი იმართება. კურსი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების საშუალო და დაბალი სამეთაურო რგოლისთვის არის განკუთვნილი და მას ნატოს სამხედრო პოლიციის განვითარების ცენტრის ინსტრუქტორები უძღვებიან.
ტრენინგი ლიდერობის უნარ-ჩვევების ამაღლებას, ნატოს სამხედრო პოლიციის ფუნქციების გაცნობასა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში ნატოელი ტრენერები მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ და ნატოში მოქმედი დოქტრინებისა და პროცედურების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწოდებენ. კურსზე შეძენილ ცოდნას მსმენელები პირად შემადგენლობას გაუზიარებენ.
მსგავსი კურსი სამხედრო პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლებისთვის უკვე ჩატარდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.