„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში აღდგება სამართლიანობა და მათ შორის საქართველოშიც.
„გახსოვთ, როგორ ჩამოერთვა ბატონ სააკაშვილს მოქალაქეობა, ფიზიკური ძალადობით იგი გააძევეს უკრაინიდან და დღეს დავინახეთ, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მას დაუბრუნა მოქალაქეობა. შესაბამისად აღდგა სამართლიანობა, შესაბამისად აღსდგება სამართლიანობა საქართველოში. არავის უნდა ჰქონდეს იმედი, მათ შორის ვგულისხმობ ივანიშვილს, რომ იგი გაიზიარებს განსხვავებულ ბედს, ვიდრე გაიზიარა ბატონმა პოროშენკომ. ოთხჯერ უფრო მდიდარი პოროშენკო ხალხმა დაამარცხა უკრაინაში და ჯერ კიდევ შარშან, ბატონ პოროშენკოს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა. იგივე მოხდება საქართველოშიც“, განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა და განაცხადა: „მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.