​საქართველოს პრემიერ მინისტრი სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს
28-05-2019, 19:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს.

 

 

მისალოც წერილში, რომელიც მამუკა ბახტაძემ სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს გაუგზავნა ხაზგასმულია ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა.

 

 

მთავრობის მეთაური სომხეთის პრემიერ-მინისტრს ასევე მადლობას უხდის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისთვის.

 

 

„ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, პირადად თქვენ და მეგობარ სომეხ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ პირველი რესპუბლიკის დღე. ნიშანდობლივია, რომ საქართველომ და სომხეთმა, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, თითქმის ერთდროულად ჩაუყარეს საფუძველი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რომელთა მემკვიდრეობის განვითარებასა და განმტკიცებასაც წარმატებით ვაგრძელებთ.

 

 

მინდა მადლობა მოგახსენოთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გულწრფელი დიალოგი და გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი დინამიკური ურთიერთობების განვითარებას და ასევე, დადებითად იმოქმედებს რეგიონული მშვიდობის განმტკიცებაზე.

 

 

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას ქვეყნის რეფორმების, განვითარებისა და წინსვლის საქმეში", ნათქვამია მამუკა ბახტაძის მისალოც წერილში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი