საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ვლადიმერ ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან ურთიერთობა გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე ზელენსკის გადაწყვეტილებების შეფასება.
„საქართველოს მოქალაქეობასთან ამ ნაბიჯს არანაირი კავშირი არ აქვს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილისთვის არავის ჩამოურთმევია, მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობისა და იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რაც შესთავაზეს. თუმცა მისმა კონსტრუქციულობამ დიდი ხანი ვერ გაძლო, ვინაიდან ლიდერობა ვფიქრობ, უსაფუძვლოდ, მის ფსიქოტიპში ზის.
რამდენად ძვირი დაუჯდება ზელენსკის, ვერ ვიტყვი. უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა, აქტიური ქვეყანაა და ზელენსკი, მის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან ურთიერთობა არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.