შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, სხვადასხვა ლოკაციების დატბორვის შესახებ 100-ამდე შეტყობინება შემოვიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ყველა მათგანზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის, აღარ წვიმს და ვითარება სტაბილურია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უხვმა ნალექმა თბილისში, ძირითადად, გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონებში დატბორა საცხოვრებელი კორპუსების ეზოები, სადარბაზოები და სარდაფები.

(ნუგო გვალიას ფოტოები)
ოპერატიულად განხორციელდა მეტროსადგურების - „სამგორისა“ და „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
ძლიერად წვიმდა ქვემო ქართლის რეგიონშიც. რუსთავისა და გარდაბნის სამაშველო ჯგუფებმა 20-მდე შეტყობინებაზე უმოკლეს დროში მოახდინეს რეაგირება და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და სარდაფებიდან განახორციელეს.
უხვი ნალექის მიერ გამოწვეული შედეგებით არავინ დაშავებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.