„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ „კორუმპირებული ალიევის ოჯახის“ ნავთობკომპანია „სოკარი“ საქართველოში მოქმედებს, როგორც აგენტურა, სპეცსამსახური, რომელიც აწარმოებს დეპუტატების, მინისტრების, ხელისუფლების, პოლიტიკური ელიტის მოსყიდვას და აღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც საქართველოში გაჭირვებული ხალხიდან ამონაგებით ასეულობით მილიონი დოლარის მოგებას იღებს, ქვეყანა უნდა დატოვოს.
„რუსეთიც აგრესორია და დღეს ალიევი გახდა პუტინი და სხვათა შორის არც სხვა მეზობლები გვყავს მთლად ძალიან კეთილშობილი, ამიტომ მათთვის იქნება ალალი ამერიკის სამხედრო ბაზის გახსნა და თუ საჭირო იქნება, ატომური იარაღის განლაგებაც. თუ საქართველო არ იქნება ერთიანი, მთლიანი, თავაწეული, თუნდაც გადამწვარა მთელი სამყარო.
თბილისში განლაგებულია და საქართველოში ბობოქრობს „სოკარი“, ალიევის კომპანია, კორუმპირებული ოჯახის კომპანია. აზერბაიჯანს მართავს ორი კლანი - ალიევების და მისი მეუღლის, მეჰრიბა ფაშევას კლანი. აი, ამათია ნავთობიც, გაზიც, ტრანზიტიც, მილიარდებიც და ყველაფერი. „სოკარი“ შემოიყვანეს აქ, როგორც აგენტურა, როგორც სპეცსამსახური, როგორც ქართული პოლიტიკური და ყველანაირი ელიტის მოსყიდვის საშუალება და ეს „სოკარი“ აქედან უნდა გავიდეს. ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც გაჭირვებულ ხალხს აძლევს სამმაგად და ოთხმაგად გაზს და მათ შორის საწვავს, ტყვიით სავსეს, სალიარს და სხვა ენერგეტიკულ საშუალებებს და შემდგომ ამ ამონაგებით, ჩვენი ხალხისგან ამონაგებით მილიარდებით და მილიონებით, ასეული მილიონები მაინც არის, აწარმოებს დეპუტატების, მინისტრების, ხელისუფლების, პოლიტიკური ელიტის მოსყიდვას. თუ ეს ასე არ არის, მე პირდაპირ ვუსვამ კითხვას, რატომ სდუმს, ნუ, მმართველი პარტია გასაგებია, ეს არის გამყიდველი, მოღალატე ივანიშვილის სექტანტური კრიმინალური ჯგუფი - რატომს სდუმს „ნაციონალური მოძრაობა“, რატომს სდუმს „ევროპული საქართველო“, რატომს სდუმს „პატრიოტთა ალიანსი“? სამშობლოს გართმევენ ხალხო. რა მიიღეთ ამ სოკარისა და ალიევისაგან ამისთანა, რომ ასეთი ბურთი გადაყლაპეთ და არ იმჩნევთ არაფერს, რა უბედურება ხდება ჩვენს თავს და ჩვენს თავს ხდება ის, რომ ვერტმფრენი არის ჩამოკიდებული გარეჯის თავზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების. ამაზე არ უნდა იყოს პარლამნეტის საგანგებო სხდომა მოწვეული?!... ეს არ არის თქვენი ქვეყანა? ამ ქვეყანაში არ იშოვეთ მილიარდები და მილიონები და აქ არა გაქვთ ბიზნესი? ვის რაში სჭირდებით, როცა ქვეყანა აღა გექნებათ“, განაცხადა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე „სისხლიანი მეზობლების გადამკიდე“, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებას და საჭიროების შემთხვევაში, ატომური იარაღის განლაგებასაც კი ითხოვს და აცხადებს, რომ „აგრესიული მეზობლები არაფრის მეტის ღირსნი ჩვენგან არ არიან“.
ნათელაშვილმა ბრიფინგზე, დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას, მოითხოვა: ალიევის რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედების აგრესიად და ოკუპაციად შეფასება; ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის დაწესება და ტერიტორიული პრეტენზიის გაცხადება საინგილო-ჰერეთზე.
„ალიევის რეჟიმი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას დავით გარეჯის მონაკვეთზე, ხოლო ივანიშვილის კორუმპირებული რეჟიმი მზადაა მოღალატეობრივად ჩააბაროს ქართული სიწმინდე აგრესორს. ზემოთ აღნიშნული ვითარება გვაიძულებს მოვითხოვოთ და განვაცხადოთ შემდეგი:
ალიევის რეჟიმი და მის მიერ განხორციელებული ქმედება შეფასდეს, როგორც აგრესია და ოკუპაცია;
დაწესდეს სავიჟო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის, ხოლო აზერბაიჯანულ კომპანიებს დაედოთ სანქციები;
გადაიხედოს ყველა ხელშეკრულება ამ ქვეყანასთან, რომლითაც ბაქოს კორუმპირებული რეჟიმი მილიარდობით მოგებას იჯიბავს;
გაცხადდეს ოფიციალური ტერიტორიული პრეტენზია საინგილო-ჰერეთზე, რომელიც უკანონოდ გადაეცა აზერბაიჯანს 20-იან წლებში;
და ბოლოს, საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა - აგრესიული მეზობლები არაფრის მეტის ღირსნი ჩვენგან არ არიან.
მრავალი ათეული წლები ჩვენ ვიქნებით, ტერიტორიების, სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე; მრავალი ათეული წელი, აი, ასეთი სისხლიანი მეზობლების გადამკიდე, ჩვენ ვიქნებით ჩვენი შვილების სისხლისღვრისა და ერი გენოციდისა და გადაშენების საფრთხესთან ძალიან ახლოს. სხვა სტრატეგია, გარდა იმისა, რომ დაგვიცვას ჩვენმა დიდმა სტრატეგიულმა მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა, უბრალოდ არ არსებობს. აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნირობა ისტორიას ჩაბარდა. გადავდივართ იძულებითი პარტნიორობის სტადიაში“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.