თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ღამით ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
29-05-2019, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს ღამით, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზედამხედველობას უცხოელი ექსპერტები გაუწევენ.

 

 

„ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს ღამიდან, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე, მოძრაობა შეიზღუდება. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდება. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როცა ფუნდამენტურ რეაბილიტაციას ვახორციელებთ.

 

 

მხოლოდ მოასფალტება და გზის ძველი საფარის ახლით შეცვლა საქმეს არ შველის. ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ამიტომ, სადაც რეაბილიტაციას დავიწყებთ, იქ, ყველანაირი კომუნიკაციის ცვლილება უნდა მოხდეს, წყალარინების, სანიაღვრე ქსელის, წყალმომარაგების და ა.შ.

 

 

ჭავჭავაძის გამზირზე არის კონკრეტული ადგილები, რომელიც ჩავარდნილია და გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს. იმის გამო, რომ ქალაქში კოლაფსი არ გამოვიწვიოთ, მთლიან გამზირს ვერ გადავკეტავთ, ამიტომ ადგილების შერჩევა მოხდა და შეზღუდვა მათზე დაწესდება. ჩამოყვანილი გვყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევენ“, განაცხადა თბილისის მერმა.

 


მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია.

 

 

„პროექტის ფარგლებში, გარე განათება, საფეხმავლო ბილიკები, ავტობუსების ზოლები შეიცვლება და მოწესრიგდება. გარდა ამისა, მთავრობის წინა სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დავავალე, რომ ნაგვის ურნები მიწის ქვემოთ განთავსდეს. საზოგადოების ნაწილმა ეს არასწორად გაიგო. ნაგვის ურნები მიწის ქვემოთ განთავსდება. მიწის ზემოთ კი ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. ღია ურნები, რაც ახლა გვაქვს, ვიზუალურად და ანტისანიტარიის თვალსაზრისით პრობლემას ქმნის. ასევე, ურნები იქნება სეპარაციისთვის განკუთვნილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. რეაბილიტირებულ პარკებში ასეთი ურნები განვათავსეთ“, აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

ამასთან, დედაქალაქის მერმა თბილისის მოსახლეობას ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში მოსალოდნელი შეზღუდვების გამო მოუბოდიშა.

 

 

„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო იმიტომ, რომ გარკვეული შეფერხებები იქნება რეაბილიტაციის დროს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია სამუშაოების გარკვეული შეზღუდვების გარეშე წარმოება“, განაცხადა თბილისის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი