31 მაისს, თბილისის მერია რიგით მე-11 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს გამართავს.
ფორუმს, სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“, როგორც საერთაშორისო, ასე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპიკერები დაესწრებიან.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წლევანდელი დღის წესრიგი მაქსიმალურადაა ორიენტირებული ურბანული განვითარების თემატიკაზე, ასევე, იმ თანამედროვე ტენდენციებზე, რომლებიც აქტიურად განიხილება მსოფლიოს წამყვან ქალაქებში.
„ამ თემებზე მსჯელობის მიზნით, გვინდა, თბილისში ჩავატაროთ საერთაშორისო ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“, რომელზეც საუბარი იქნება ძირითადად, ურბანულ გამოწვევებზე, თუ როგორ შეებრძოლნენ განვითარებული ქვეყნები და ქალაქები ამ პრობლემას და რა ნაბიჯებია გადასადგმელი“, განაცხადა კახა კალაძემ.
ფორუმზე მსჯელობა იქნება ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე და მისი წარმატების ფაქტორებზე, ქალაქის კეთილდღეობისთვის საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობაზე და ცირკულარულ ეკონომიკაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.