სტიქიის შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში მცხოვრები 21 ოჯახი დაიტბორა.
გარდაბნის მერიის პრესსამსახურის ცნობით, უხვმა ნალექმა და სეტყვამ ღვარცოფი გამოიწვია, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების სარდაფები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულები დაიტბორა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ადგილზე ვითარების შესასწავლად იმყოფებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.
სტიქიასთან გამკლავებას, გუშინ მთელი ღამის მანძილზე ცდილობდნენ, გარდაბნის მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის გარდაბნის რაიონული სამსახურის მეხანძრე-მაშველები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში მუშაობას იწყებს, ზარალის დამთვლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა, კომიისის მუშაობის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.