კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე N71 ავტობუსი იმოძრავებს
29-05-2019, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი, მწვანე MAN-ის მარკის ავტრობუსები დღეიდან N71 მარშრუტზე გავიდნენ. აღნიშნული მარშრუტი მცირედით შეიცვალა და ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩისკენ უკვე კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩის გავლით იმოძრავებენ. აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდა.

 


თბილისის მერიის ცნობით, უახლოეს პერიოდში, კოტე აფხაზის ქუჩაზე დამატებით N50 და N55 ავტობუსებიც ივლიან. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N71 - ვარკეთილიდან, N50 ვაზისუბნიდან, ხოლო N55 - წმ. ბარბარეს უბნიდან მოძრაობს.

 


ავტობუსებით მომსახურებისთვის კოტე აფხაზის ქუჩის 18, 32 და 47 ნომრებთან, ასევე თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ, გაჩერებები განისაზღვრა და შესაბამისი ნიშნები დამონტაჟდა.

 


როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ლესელიძეზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება იგეგმება. ამიტომ, დედაქალაქის მერიამ ქუჩის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი