საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე „გულდასაწყვეტია“, მაგრამ, „საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, ვიდრე ის, თუ სააკაშვილის მიმართ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“.
ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ავანტიურისტია, რომელიც ყველა ნაბიჯზე, ყველა საკითხთან დაკავშირებით იტყუება.
„თავს შევიკავებდი ზელენსკის გადაწყვეტილებების შეფასებებისგან, რადგან ჩვენ და უკრაინას ერთად ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ამ დაძაბულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, მოკავშირეობის თემა ჩვენთვის პრიორიტეტულია.
რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს, ვფიქრობ, რომ ავანტიურისტია, მნიშვნელოვნად დაუპირისპირდა დასავლეთის ინტერესებს, როცა საქართველოს პრეზიდენტი იყო, მათ შორის 2008 წლის წინა პერიოდში. მან ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების ყველანაირი იგნორირება მოახდინა. ამასთანავე, სააკაშვილი ადამიანია, რომელიც ყველა ნაბიჯზე, ყველა საკითხთან დაკავშირებით იტყუება. აქედან გამომდინარე, უკრაინისათვის მისი გარკვეულ საქმიანობაში ჩართვა სწორი არ იქნება, დამაზიანებელი იქნება.
ზელენსკის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია. მაგრამ, როდესაც სასწორზე დებ ამ ორ საკითხს გლობალური მასშტაბით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, ვიდრე ის, თუ სააკაშვილის მიმართ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მოულოდნელი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან ამის შესახებ განცხადება გაკეთებული იყო და ეს [ზელენსკიმ] რამდენჯერმე თქვა“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.