ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ანგარიში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.
ყურადღება გამახვილდა პროექტების შესრულების პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებზე, სამუშაოების შესრულების ვადებსა და შემაფერხებელ გარემოებებზე.
მერის განცხადებით, ნებისმიერი პროექტის ჩაბარების პროცესში, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის აზრი.
შეხვედრას ესწრებოდნენ შპს "აგროლაზიკა"-ს წარმომადგენლები, რომლებმაც მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში გააცნეს „კენკროვანი კულტურების“ - ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ბაღების გაშენების დაფინანსების პროგრამა.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.