წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციამ სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგი" (RICDOG), მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერიისა და საკრებულოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, მაჟორიტარი-დეპუტატის ბიურო და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ტრენინგს უძღვებოდა „თაობათა დიალოგის" თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე. გარემოს დაცვის საკითხებზე ისაუბრა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების წარმომადგენელმა, აკაკი ფანჩულიძემ.
პროექტს ახორციელებს RICDOG, საქართვრლოს მწვანეთა მოძრაობა და სითი ინსტიტუტი საქართველო. პროექტის პარტნიორები არიან საქართვრლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.