წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ, ზურაბ მაისურაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ათეული წლების შემდეგ, მოწესრიგდა სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 648 488 ლარით დაფინანსდა.
გზების რეაბილიტაციის პროქეტები განხორციელდა ასევე სოფელ ხომულში (დუქნის წყაროს უბანი 171 896 ლარი) და ქალაქ წყალტუბოში გურამიშვილის ქუჩაზე N 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (70673) ლარი.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტების განხორციელება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.