საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვარშავიდან კიევში ჩაფრინდა. ამ წუთებში ბორისპოლის აეროპორტში მას მხარდამჭერების დიდი რაოდენობა ოვაციებით ხვდება.
„უკრაინას შეუძლია დიდი ნახტომის გაკეთება მოკლე დროში და ამას არ სჭირდება 50 წელი, როგორც ექსპერტები ამბობენ. დარწმუნებული ვარ, ის ყველაზე წარმატებული ქვეყანა იქნება ევროპაში. მე მჯერა თქვენი, მე მჯერა უკრაინელების. მე მინდა მადლობა ვუთხრა იმათ, ვინც ჩემი დაბრუნების კამპანია აწარმოა. მე ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს მე ემოციებით ვართ დახუნძლული.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ ნაბიჯით აჩვენა, რომ მას შეუძლია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება; რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკოსია; რომ ის არავის არ უსმენს, რადგან უკრაინელმა ხალხმა ხმა მისცა ოლიგარქიული სისტემის დემონტაჟს და ხმა მისცა ზელენსკის. ეს მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილებაა მიუხედავად იმისა, რომ მან მშვენივრად იცის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდა ჩემი ნახვა უკრაინაში. ესენი არიან ძველი ხელისუფლების და ზოგი ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მაგრამ ის არავის არ დაელოდა და მან ეს გადაწყვეტილება მიიღო... ეს პრეზიდენტი უბრალო კაცი არაა. ის ბევრს გააკვირვებს“, განაცხადა ბორისპოლის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა რუსულ ენაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.