ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა მოინახულა.
წლების მანძილზე სოფელთან მისასვლელ გზაზე გადაადგილება პრობლემური იყო. რეაბილიტაციის შემდეგ კი, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა აღარ შეექმნება.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბ მ ს" ახორციელებს, ღირებულება 429977 ლარია, გზის სიგრძე კი, 1169 მეტრი.
ინფორმაციას ახმეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.