ვარშავიდან კიევში ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი უბრალო კაცი არაა და ის ბევრს გააკვირვებს
29-05-2019, 19:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ვარშავიდან კიევის ბორისპოლის აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ განაცხადა, რომ „პრეზიდენტი ზელენსკი უბრალო კაცი არაა და ის ბევრს გააკვირვებს“.

 


„უკრაინას შეუძლია დიდი ნახტომის გაკეთება მოკლე დროში და ამისათვის მას 50 წელი არ სჭირდება, როგორც ამას ექსპერტები აცხადებენ. დარწმუნებული ვარ, ის ყველაზე წარმატებული ქვეყანა იქნება ევროპაში. მე მჯერა თქვენი, მე მჯერა უკრაინელების. მე მინდა მადლობა ვუთხრა იმათ, ვინც ჩემი დაბრუნების კამპანია აწარმოა. მე ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს მე ემოციებით ვართ დახუნძლული.

 


პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ ნაბიჯით აჩვენა, რომ მას შეუძლია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება; რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკოსია; რომ ის არავის არ უსმენს, რადგან უკრაინელმა ხალხმა ხმა მისცა ოლიგარქიული სისტემის დემონტაჟს და ხმა მისცა ზელენსკის. ეს მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილებაა მიუხედავად იმისა, რომ მან მშვენივრად იცის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდა ჩემი ნახვა უკრაინაში. ესენი არიან ძველი ხელისუფლების და ზოგი ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მაგრამ ის არავის არ დაელოდა და მან ეს გადაწყვეტილება მიიღო... ეს პრეზიდენტი უბრალო კაცი არაა. ის ბევრს გააკვირვებს“, განაცხადა ბორისპოლის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა რუსულ ენაზე.

 


ბორისპოლის აეროპორტში ვარშავიდან ჩაფრენილ მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა ოვაციებით დახვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი