მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიას უთხრა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს და არც რომელიმე თანამდებობის დაკავებით არის დაინტერესებული
30-05-2019, 09:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ შექმნილ ვითარებას ვარშავიდან კიევში ჩასული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში „ახალ რეალობად“ აფასებს და თავის გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ არ არის დაინტერესებული უკრაინაში არც ერთი საჯარო სამსახურით, მონაწილეობას არც საპარლამენტო არჩევნებში გეგმავს და მზად არის უკრაინის პრეზიდენტისა და მისი გუნდის მხარდასაჭერად.

 


საქართველოს მესამე პრეზიდენტი რამდენიმე უკრაინული ტელეარხის სტუმარი იყო. საუბრის მთავარი თემა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის კურსი და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება იყო.

 


„მე განსხვავებულ უკრაინაში ჩამოვედი. სულ რაღაც 2 თვის წინ ჩვენ გვეგონა, რომ ძველი სახეები მუდმივად იქნებოდნენ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაში. საპრეზიდენტო არჩვენების შედეგად კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. უკრაინაში მოხდა ელექტორალური რევოლუცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პრეზიდენტი დამოუკიდებელია გავლენებისგან და ხალხის გარდა არავის მისცემს საშუალებას მას წესები უკარნახოს. ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ მის წარმატებაში. უკრაინამ უნდა გააკეთოს ნახტომი. ცვლილებები ქვეყანაში უნდა მოხდეს ძალიან მოკლე დროში. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ტრადიციაზე, თითქოს პოლიტიკა მომგებიანი ბიზნესია. მე არ ვარ დაინტერესებული რომელიმე თანამდებობის დაკავებით და არც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებით. არ მინდა კაბინეტში ჯდომა, თუმცა მზად ვარ ამ გუნდს, მათ ახალ იდეებს დავუჭირო მხარი. ჩემს პრინციპებს არც ამჯერად ვუღალატებ. არასდროს ვიქნები შეთქმულებაში არც ერთ ოლიგარქთან და არასდროს გამოვიმუშავებ ფულს პოლიტიკით. მე ვიცი რაც ხდება ახლა საქართველოში, მოლდოვაში, ბელორუსში და რუსეთშიც კი. ეს ქვეყნები დღეს იმედით უყურებენ უკრაინას“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი