საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
30-05-2019, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

 

 

საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე ჩვენი ქვეყნის მიღწეული პროგრესი იყო. ყურადღება გამახვილდა ლიეტუვის მხრიდან საქართველოს დასავლური მისწრაფებების ურყევ მხარდაჭერაზე, რისთვისაც ირაკლი კობახიძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა.

 

 

მხარეებმა იმსჯელეს ევროპარლამენტის არჩევნებსა და მის შესაძლო გავლენაზე.

 

 

შეხვედრაზე, ასევე, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

 

 

საუბარი ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო.

 

 

ლინას ლინკევიჩუსმა ქართულ მხარეს ლიეტუვის მხრიდან ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპარლამენტში ჩატარებული არჩევნები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე გავლენას არ მოახდენს.

 

 

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი არის საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი. საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. ხაზი გავუსვით, რომ ლიეტუვის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

 

რაც შეეხება ევროპარლამენტის არჩევნებს, ეს გავლენას არ იქონიებს იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ძლიერი ძალისხმევა, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, ამ ძალისხმევით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ლიეტუვის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემაც.

 

 

„ლიეტუვა ყოველთვის ამბობს, რომ საერთაშორისო არენაზე იგი ყოველთვის იქნება ჩვენი დიდი მხარდამჭერი საგარეო პოლიტიკის განხორციელების გზაზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

 

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროპარლამენტის არჩევნებს.

 

 

„ჩვენი ლიეტუველი მეგობრების გზავნილია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ის გზა, რომელიც ავირჩიეთ - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საგარეო მისწრაფებებთან“, - აღნიშნა დეპუტატმა.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი