ისრაელის კანონმდებლებმა პარლამენტის დაშლას დაუჭირეს მხარი მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ თვეს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერ შეძლო ახალი მემარჯვენე ფრთის კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ შეთანხმების მიღწევა.
მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს, მთავრობის ფორმირებისთვის განკუთვნილი ბოლო ვადა ადგილობრივი დროით შუაღამის 12:00 საათზე ამოიწურა, დეპუტატებმა - 74 ხმით 45-ის წინააღმდეგ - ქნესეთის დაშლას მისცეს ხმა. ახალი რიგგარეშე არჩევნები 17 სექტემბერს ჩატარდება.
ეს პირველი შემთხვევაა ისრაელის ისტორიაში, როდესაც პრემიერ მინისტრის პოსტზე დანიშნული პირის მცდელობა კოალიციის ფორმირებაზე წარუმატებელი აღმოჩნდა.
ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აპრილში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისმა „ლიკუდის პარტიამ“ 120-ადგილიან ქნესეთში 35 მანდატი მიიღო და იმ შემთხვევაში თუკი იგი მოახერხებდა კოალიციური მთავრობის ფორმირებას, მეხუთე ვადით გახდებოდა პრემიერ მინისტრი, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, ნაციონალისტური პარტიის „ბეითენუს“ ლიდერ ავიგდორ ლიბერმანთან, რომლის მხარდაჭერაც არსებითი აღმოჩნდა. უთანხმოების მიზეზი კი ის გახდა, რომ ლიბერმანმა ულტრა-ორთოდოქს ებრაულ პარტიებთან მოკავშირეობაზე წამოაყენა პირობა.
პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ მძაფრ, მკაფიო საარჩევნო კამპანიას წარვმართავთ, რაც გამარჯვებას მოგვიტანს. ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ და საზოგადოება გაიმარჯვებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.