ვაგზლის მოედანზე, "ბავშვთა სამყაროსთან" სავაჭრო ჯიხურები იწვის, - ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან იუწყება.
მათი ინფორმაციით, ცეცხლი 10 ჯიხურს უკიდია. ხანძარს 14 სახანძრო და 3 სამაშველო ბრიგადა ებრძვის.
სავაჭრო ჯიხურების ნაწილში საქონელი სრულად დაიწვა, ნაწილის გადარჩენა კი მოხერხდა , - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.
მისი თქმით, ამჟამად ადგილზე დარჩენილი კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანობაში დამწვარია 500-600 კვადრატული მეტრის ფართობი.
ამ ეტაპზე ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.