ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება, ძალიან სასაცილო და ცინიკურია, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ "რუსთავი2" -ის ეთერში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ "რუსთავი 2"-ის დღევანდელი მფლობელების წინააღამდეგ რაიმეს მიღწევა შეუძლებელია.
"ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება ძალიან სასაცილო და ცინიკურია. სამართლებრივად რაიმეს მიღწევა "რუსთავი2"-ის დღევანდელი მფლობელების წინააღმდეგ შეუძლებელია, ამის შანსი არის ნულოვანი, რადგან ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები. მაქსიმუმი, რასაც ქიბარ ხალვაშმა შეიძლება მიაღწიოს, ეს არის კომპენსაცია, რომელიც უნდა გადაუხადოს მას სახელმწიფომ ან იმ პირმა, ვინც რამე წაართვა, რაშიც ძალიან ღრმად შემაქვს ეჭვი. ძალიან საინტერესოა როგორ მოიქცევა სასამართლო. მე იმედი მაქვს, რომ ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ხელისუფლების თანამონაწილეობას ის არ განიზრახავს და არ წაუცდება ხელი უკანონობისკენ. ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში. თავისთავად ცხადია ეს არის ხელისუფლების თამაში, რომელიც ბოლო პერიოდში შეპყრობილია ტოტალიტარული შიზოფრენიით და ბოლო "კოზირი" როგორც ჩანს არის ქიბარ ხალვაში. როგორც სხვა მხარეებიდან არ გამოვიდა, ისე ამ მხარიდან არ გამოვა, მაღლა მზე იქნება და" რუსთავი 2" იქნება იქ, სადაც არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.