ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის მერიისა და რაიონული გამგეობების ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება
30-05-2019, 16:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიისა და რაიონული გამგეობების ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება.

 


მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვაკის პარკში გაიმართება გასართობი ღონისძიებები, რომელიც 12:00-დან 19:00 საათამდე გასტანს.

 


ღონისძიება მოიცავს საბავშვო სტუდიების და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კონცერტს, თოჯინების თეატრის წარმოდგენებს, ზღაპრის გმირების გასართობ აქტივობებს, კონტაქტურ ზოოპარკს, დრამერებისა და ანიმატორების შოუს, საბავშვო-გასართობ სადგურებს 20-ზე მეტ ადგილზე, საპნის ბუშტების შოუს, ზალიკოს ცენტრის კუთხეს, კულინარიულ კუთხეს, ორიგამის კუთხეს, ქიმიურ ლაბორატორიას, ილუზიონისტების შოუს, საბავშვო გამომცემლობების კუთხეს, ტიტანის რობოტების შოუს და ა.შ.

 


13:00-დან 22:30 საათამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ გაიმართება სასახლის აღსაზრდელთა კონცერტი და სახელოვნებო სკოლების გამოფენა.

 


საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით, გოძიაშვილის სახელობის პარკში გაიმართება კონცერტი „ბზიკების“, „ლურჯა ცხენების“, „რეზო და ბავშვების“, საჯარო სკოლების სტუდიებისა და ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით. ასევე, მოეწყობა რამდენიმე გასართობი სივრცე.

 


გლდანის გამგეობის ორგანიზებით, გლდანის პარკში გაიმართება მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები და გამოიყოფა სპეციალური სივრცეები სხვადასხვა შოუებისთვის.

 


კრწანისის რაიონის გამგეობა საბავშვო ღონისძიებას ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში გამართავს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თოჯინების თეატრი, ბაკურ სულაკაურის ხატვის მასტერკლასი, მხიარული სტარტები, კლოუნები და ზღაპრის გმირები. საღამოს დაასრულებს ბავშვთა ორკესტრი.

 


ისნის რაიონის გამგეობა პატარებს რიყის პარკს დაუთმობს. წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ადგილზე მოეწყობა მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, „ბრაზიანი ჩიტები“, გასაბერი ბატუტი. პატარებს გაართობენ მასკოტები, ოჩოფეხები და ანიმატორები. გაიმართება საპნის ბუშტების, ილუზიონისტების და აზოტის შოუ, ასევე, მხიარული სტარტები.

 


ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ღონისძიებას აღმაშენებლის N61-ში გამართავს. მოწვეულ პატარებს აქაც კონცერტი, ანიმატორები, სხვადასხვა თამაშები და შოუები ელით.

 


მთაწმინდის გამგეობა პატარებს 9 აპრილის ბაღში საპნის ბუშტების შოუს, კლდეზე ცოცვას, ბატუტზე ხტომას, ვირტუალური რეალობის სივრცეებს და ილუზიონისტების შოუს შესთავაზებს. ღონისძიება საბავშვო ანსამბლის კონცერტით დასრულდება.

 


სამგორის რაიონის გამგეობა საბავშვო ღონისძიებას „ჰუალინგ ჯგუფთან“ ერთად სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს. მთელი დღის განმავლობაში აქ იგეგმება სპორტული შეჯიბრებები, თამაშები, მოძრაობის თეატრის შოუ, კონტაქტური ზოოპარკი, ანიმატორების და ილუზიონისტების შოუები, გამოფენა-გაყიდვა და კახა კუხიანიძის სტუდიის საბავშვო საკონცერტო პროგრამა. საღამო სტეფანეს კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

 


ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღონისძიებას ზღვის უბანში გამართავს. კონცერტში მონაწილეობას 20 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მიიღებენ.

 


ბავშვთა დაცვის დღეს თბილისის ზოოპარკიც სპეციალური პროგრამით აღნიშნავს. მრავალფეროვანი ღონისძიების პარალელურად, აქვე გაიმართება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფრის შინაური ცხოველების გაჩუქების აქცია. ამავე დღეს საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის - „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ გამარჯვებულები.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი