დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,,დუშეთის სასპორტო გაერთიანების’ ’ ორგანიზებით, დუშეთში ჯემალ ნათელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭიდაობა-ძიუდოს ტურნირი გაიმართა.
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და ღირსების ორდენის კავალერის სახელობის ტურნირი უკვე მეხუთე წელია ტრადიციულად იმართება მუნიციპალიტეტში და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დუშეთის, მცხეთის, თბილისისა და წეროვნის 2007-2008 წელს დაბადებულ სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I - ადგილი - თბილისის გუნდი - ,,შევარდენი’’;
II-ადგილი - თბილისის გუნდი - ,,მუხიანი’’;
III-ადგილი - დუშეთის გუნდი ,,დუშეთი 2017" და თბილისის გუნდი ,,ოლიმპიური ვარსკვლავი".
სპორტსმენებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ტურნირს დაესწრო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი და სპორტსმენებს სამახსოვრო ჯილდოები გადასცა.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.