საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის მესანგრეთა ოცეულებმა ვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს.
ხუთდღიანი წვრთნა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საინჟინრო მესანგრეთა ოცეულებმა საჩვენებელი სწავლება ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. მონაწილეებმა სწავლება ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების მოწყობაში განახორციელეს.
სწავლების მიმდინარეობისას სამხედროებმა შეასრულეს სამანევრო ქვედანაყოფების მხარდაჭერა, რაც სწავლების ძირითად ამოცანას წარმოადგენდა.
სიტუაციური სწავლებები მომავალშიც გაგრძელდება და საინჟინრო ქვედანაყოფებს მართვისა და კონტროლის უნარების განვითარებაში დაეხმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.