ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გელა მამარდაშვილმა აღვი-ნაკურალეშის გზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.
ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი ნაკურალეშის თემში გია ყურაშვილი.
ცაგერის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ეწყობა ახალი წყალდამწრეტი ცხაურები, სანიაღვრე არხები, გაბიონები, მოიხრეშება ტერიტორია.
პროექტის ღირებულება 26301 ლარია. სამუშაოები ივნისის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს.
ასევე გამოცხადებულია ახალი ტენდერი, რომელშიც შედის ნაკურალეშის შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოები.
მიმდინარებს აგრეთვე წყალსადენის პროექტირება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.