საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის პრემიერ მინისტრს შეხვდა
30-05-2019, 19:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვაში შეხვედრებს მართავს. სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, საულიუს სკვერნელისთან შეხვედრით დაასრულა.

 

 

მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

 

საუბრის ერთერთი მთავარი თემა იყო ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასევე კულტურისა და განათლების სფეროში არსებული მჭიდრო კავშირები და ამ მიმართულებით, თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება განიხილეს. ლიეტუვის პრემიერ მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 

 

„პრემიერ მინისტრი საულიუს სკვერნელისი ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მეგობარია. ვისაუბრეთ ყველა ასპექტზე. გვქონდა საუბარი პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მეგობრობა ტრადიციულად და ისტორიულად, არის ძალიან მჭიდრო და ძალიან მჭიდროა ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა. ასევე, აქცენტი გავაკეთეთ, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან და აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც. ასევე, ვიმსჯელეთ ევროინტეგრაციის და ნატოში ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის განვითარება. ასევე, შევეხეთ კულტურისა და განათლების სფეროს. განათლების სფეროში ლიეტუვასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. მადლობა გადავუხადეთ მხარდაჭერისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენი სტუდენტებისთვის.

 

 

მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ყველა მიმართულებით და თითოეულ ამ ასპექტზე გვქონდა საუბარი“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, ხვალ ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

 

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, გიორგი კანდელაკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი