დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, ის ურთიერთობები, რომელიც საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავა
31-05-2019, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

მინისტრმა ებრაელ ხალხს მიულოცა ეროვნული დღესასწაული და ასევე წაიკითხა საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის მილოცვა.

 

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ სამაგალითო ურთიერთობებს, რომელიც მრავალი საუკუნეების მანძილზე არსებობს საქართველოსა და ისრაელს შორის.

 


დავით ზალკალიანმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ყურადღება გაამახვილა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ქვეყანებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში.

 

 

„მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ისრაელს, ვუსურვო წარმატება, აყვავება და დარწმუნებული ვარ, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავა, რადგან ამის ყველა შესაძლებლობა და უდიდესი პოტენციალი არსებობს“, აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი