ადამ კინზინგერი: ჩვენ რუსული მედიის საპირწონედ, მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ დასავლეთში მაუწყებელ მედია საშუალებებში
06-08-2015, 02:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი მიიჩნევს, რომ რუსული მედიის საპირწონედ, ამერიკულმა მხარემ დასავლეთში მაუწყებელ მედიასაშუალებებში მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს. ამის შესახებ კონგრესმენმა რადიოსადგურ „ამერიკის ხმას“ განუცხადა.


„ვფიქრობ ჩვენ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ამერიკის ხმაში, რადიო თავისუფალ ევროპა-რადიო თავისუფლებაში და სხვა მედია საშუალებებში. არა იმისთვის, რომ რუს ხალხს მიკერძოებული ინფორმაცია მივაწოდოთ, არამედ იმისთვის, რომ ჰქონდეთ წვდომა სიმართლეზე, მიკერძოებულ ინფორმაცის ისინი კრემლისგან იღებენ. როცა კრემლი მშვიდი სახით ამტკიცებს, რომ არაფერი აქვს საერთო მშვიდობიანი ავიალაინერის ჩამოგდებასთან, ნათელია, რომ რუსული მედიისგან სიმართლეს ვერ გაიგებ. ამიტომაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია როგორც რუსეთში, ასევე რუსეთს გარეთაც ხალხს სათანადო ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა, რათა გადაწყვეტილებები თვითონ მიიღონ. ვფიქრობ ჩვენ სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ“ - აცხადებს კონგრესმენი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი