საპენსიო ფონდთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ არსებობს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
„ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა ყველა წარმატებულმა ქვეყანამ - ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, დანია, ფინეთი, კანადა, საფრანგეთი, იაპონია - ყველა წარმატებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაა. ეს არის ერთადერთი ალტერნატივა. შინაარსზე, კი ბატონო, ნებისმიერ დროს მზად ვარ, ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ თანხების განთავსება", განაცხადა მთავრობის მეთაურმა დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ.
კანონმდებლები პრემიერ მინისტრს ინტერპელაციის წესის ფარგლებში უსმენენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.