საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, სადაც მას დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ, კანონმდებლების შეკითხვის საპასუხოდ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ისაუბრა.
„შემდეგ შეკითხვას რაც შეეხება, რომელიც ყველასთვის განსაკუთრებით პრინციპულია, განსაკუთრებით ჩემთვის, ეს შეეხება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციის თანახმად, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა შეთანხმდა, მოხდა ამ რეზოლუციის მიღება და მთავრობა დაევალა, თქვენი განკარგულებით, რომ შეედგინა სია იმ არაადამიანებისა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშული ქართველი მოქალაქეების წინაშე, სასტიკი დანაშაულის. აქვე შევთანხმდით ყველა და უნდა ვიხელმძღვანელოთ რა არის ჩვენი მთავარი მიზანი. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ჰქონდეს ძალიან დიდი წონა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა არგუმენტი იმისა, რომ დაგვეხმარონ და მოხდეს ამ სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა. ეს არის ამოსავალი წერტილი.
მინდა აქვე გითხრათ, რომ თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემ გამოსვლას, ვერც ერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან, ისევე როგორც მთავრობის ნებისმიერი წევრის, რომ ეს საკითხი არ წამოიწიოს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და საზოგადოებას ეს ძალიან კარგად იცის. ახლა რაც შეეხება საერთაშორისო აქტივობებს. აშშ-მა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი რამდენიმე დღის წინ, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებას. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს ამისთვის. მეორე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის საბჭოს, შესაბამისი სანქციები დაუწესონ. მესამე, უკვე ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ ლიეტუვამ დააწესა ეს სანქციები. მეოთხე, ირლანდიის პარლამენტმა მიიღო მსგავსი რეზოლუცია. მეხუთე, კანადის პარლამენტმა მიიღო მსგავსი რეზოლუცია. ეს ყველაფერი ქმნის იმ წინაპირობას, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში ამ სიის იმპლემენტაცია. დიახ, მე გავიმეორებ ის რაც ვთქვი ერთი წლის წინ და პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერ ჩემს სიტყვაზე. მე ბოლო დღეების განმავლობაშიც მქონდა კონსულტაცია შესაბამის ორგანოებთან და გიდასტურებთ, რომ არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ეს სია ახლო პერიოდში გაიზრდება. მაგრამ, კიდევ ერთხელ ყველას უნდა გვესმოდეს, რა არის მიზანი ამ სიის ჩვენ უნდა გვქონდეს უმაღლესი ბრალდების სტანდარტი, რომ ჩვენ მეგობრებს ჰქონდეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაგვეხმარონ ამ სიის იმპლემენტაციაში რეალურ ცხოვრებაში და ამას აუცილებლად მივაღწევთ", მიმართა მთავრობის მეთაურმა დეპუტატებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.