საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
კონფერენციას ცენტრალურ ხელისფლებასთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, სახელმწიფო მინისტრის აპარატს,სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერა ოთხმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანიც ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით სასწავლო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების განხორციელებაა.
ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.