მამუკა ბახტაძე: მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირეს ეროვნულ იდეას - განათლებას და საქართველოს მომავალს
31-05-2019, 18:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირეს ეროვნულ იდეას - განათლებას და საქართველოს მომავალს, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის ფორმატში, დეპუტატებმა მოუსმინეს.

 

 

„ორი დღის წინ ამ დარბაზში ძალიან მნიშვნელოვან კანონმდებლობას ეყარა კენჭი. ეროვნულ იდეას - განათლებას. მსურს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ამავე დროს გითხრათ, რომ ეს იყო საკითხი, რომელზეც მქონდა იმედი, რომ შეძლებდით და გამოხვიდოდით ვიწრო პარტიული ინტერესების ჩარჩოდან. ეს ეხება ყველას, როგორც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, ასევე პარლამენტს გარეთ.....

 

 

მინდა, ყველა მასწავლებელმა, მოსწავლემ, მათმა მშობლებმა, პროფესორებმა, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ბიუჯეტის მეოთხედის გამოყოფას განათლებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის თქვენ მხარი არ დაუჭირეთ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ბატონო რომან, თქვენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელი იყავით ერთადერთი, რომელიც წახვედით წინააღმდეგ. თქვენ გაქვთ მეორე შანსი, რომ მეორე და მესამე მოსმენაზე მიიღოთ ღირსეული გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროთ საქართველოს მომავალს. იმ მომავალს, რომელიც საშუალებას მოგვცემ დავძლიოთ ყველაფერი, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. ყველას მოვუწოდებ, დადგეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჩარჩოების მიღმა. დადგეს იქ, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესებია. მხარი დავუჭიროთ ეროვნულ იდეას, განათლებას, საქართველოს მომავალს და ერთიან წელში გამართულ საქართველოს“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი