ნიკა მელია: დავით კირკიტაძე გახარიას პატიმარი იყო, რადგან მშვენივრად იცოდნენ გახარიამ და ივანიშვილმა კირკიტაძის ფასი
31-05-2019, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დავით კირკიტაძის პატიმრობიდან გათავისულების ფაქტს ეხმაურება.

 


როგორც მელიამ გურჯაანში მედიის წარმომადგნლებს განუცხადა, კირკიტაძე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პატიმარი იყო.

 

 

„ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დათო კირკიტაძის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელსაც ედავება პროკურატურა და სასჯელი, რომელიც დააკისრეს, არის დისპროპორციული მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითები, ჯაჭვით ცემდა მოქმედი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ქვეყნის მოქმედ სპორტსმენს ტატამზე თან ქვეყნის მთავარ სპორტის სასახლეში და მას წინასწარ პატიმრობაზეც კი არ უშვებ. როდესაც უამრავი სხვა მოძალადე და დამნაშავეები გყავს, პოლიტიკოსი, რომელიც უკანონოდ აღკვეთილ გადაადგილების საშუალების დროს ცდილობდა, გზა გაეწმინდა და შენ წინასწარ პატიმრობაში უშვებ, შესაბამისად, ეს არ არის დისპროპორციული სასჯელი. დავით კირკიტაძე გახარიას პატიმარი იყო, რადგან მშვენივრად იცოდნენ გახარიამ და ივანიშვილმა დათო კირკიტაძის ფასი. ხელისუფლებამ ვეღარ გაუძლო წნეხს, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი მეგობრების მეშვეობით, საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, ვახორციელებდით და მივუთითებდით, რომ კირკიტაძის საქმე არის კლასიკური შერჩევითი მართლმსაჯულება", განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

 

 

დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა, რის გამოც, სახელმწიფო ბრალდებამ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობა დააყენა.

 

 

მას ორწლიანი პირობითი სასჯელი დაეკისრა.

 


კირკიტაძე ველისციხის ინციდენტის გამო, გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი