ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნები აცხადებენ, რომ მიზერულ ხელფასზე უწევთ მუშაობა. როგორც კარდიოლოგიური განყოფილების მედპერსონალი ამბობს, მათი ანაზღაურების ოდენობა პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, საავადმყოფოს ძველი შენობა და იქ არსებული გაუსაძლისი პირობები კი, სადაც მათ მოქალაქეების მიღება უწევთ, პაციენტთა რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს.
„აპრილის თვეში მქონდა ხუთი მორიგეობა და ავიღე 17 ლარი და 55 თეთრი, წინა თვეებში, 32, 26", აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი ნარგიზ შარაძე, რომელთან ერთადაც, კარდიოლოგიურ განყოფილებაში კიდევ ათი ექთანი მუშაობს.
„მოვდივართ, ღამეს ვათენებთ და ხელფასი არ გვაქვს. გვეუბნებიან - პაციენტი არ გყავთ და ხელფასს როგორ მოგცემთო. ძველი შენობაა პრობლემა. ახალ შენობაში არ ფიქრობენ გადასვლას, ალბათ", უთხრა „რუსთავი 2"-ს ექთანმა, ნაზი მიქელაძემ.
ახალი შენობა, სადაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა განთავსდეს, უკვე აშენებულია, თუმცა შენობაში საჭირო ინვენტარი არ არის.
მედპერსონალი დარწმუნებულია, რომ კლინიკისთვის აშენებულ შენობას უახლოეს მომავალში გაყიდიან და სასტუმროდ გადააკეთებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადასვლას, ხელს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესები უშლის.
„ბუნდოვანი მომავალი აქვს რესპულიკურ საავადმყოფოს. ეს არის ბატონი ბიძინას სანქციით", ამბობს თერაპიული დეპარტამენტის უფროსი ბენო ჭელიძე, რომელიც უვადო შიმშილობის დაწყებას აანონსებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში აცხადებს, რომ კრიზისული ეტაპი ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.