მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედურ-ქართული ამხანაგური მატჩი გაიმართა
01-06-2019, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით და შვედურ-ქართული მეგობრობის აღსანიშნავად, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს საფეხბურთო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა.

 

 

შვედეთის საფეხბურთო გუნდის წევრები შვედი დიპლომატები იყვნენ, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ. საქართველოს გუნდი კი, ცნობილი ქართველი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომლის კაპიტანი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იყო.

 

 

მატჩის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ მსგავსი შეხვედრების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

„დღეს ერთი კარგი ამხანაგური შეხვედრა შედგა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. სწორედ, შვედეთი და პოლონეთი იყო ამ პარტნიორობის ინიციატორი. ჩვენ ამ ფორმატში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მიხარია, რომ შვედი დიპლომატების საფეხბურთო გუნდია ჩამოსული. ეს ამხანაგური მატჩი საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიცირებითა და დედაქალაქის მერიის და ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით გაიმართა“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი