მოკლულია სულ მცირე 12 ადამიანი და რამდენიმეს დაზიანება აქვს მიყენებული პარასკევს, აშშ-ის შტატ ვირჯინიის სამთავრობო შენობაში მომხდარი მასობრივი სროლების შედეგად.
პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილმა, ვირჯინია ბიჩის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა საზოგადოებრივ შენობაში სროლები „ხელაღებით, განურჩევლად“ დაიწყო.
შეიარაღებული მამაკაცი, რომლის ვინაობაც პოლიციას საზოგადოებისთვის არ გაუმჟღავნებია, პოლიციასთან ურთიერთსროლებისას იქნა მოკლული. დაჭრილია პოლიციის ოფიცერი, რომლის ჟილეტშიც ნასროლმა ტყვიამ შეაღწია.
თავდასხმა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ვირჯინია ბიჩის მუნიციპალურ ცენტრთან დაიწყო, რომელშიც ქალაქის რამდენიმე სამთავრობო ორგანიზაციაა განთავსებული. პოლიციამ შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.