პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციანი სიის გასაჯაროებას ეხმაურება.
„ვიდრე პარლამენტს იუსტიციის საბჭოსგან კანდიდატურები არ წარედგინება, ვიდრე ჩვენ არ ჩავატარებთ გასაუბრებებს, მანამდე ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვის დაუჭერს მხარს საქართველოს პარლამენტი....
რაც შეეხება კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ეს იყო თვითონ შესაბამისი პირების გადასაწყვეტი, მიიღებდნენ თუ არა ისინი მონაწილეობას კონკურსში, დანარჩენი არის უკვე საბჭოს და პარლამენტის გადასაწყვეტი. მთავარია, რომ საბოლოოდ ჩვენ ავირჩიოთ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. ეს არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და მთავარი არის, რომ ჩვენ ყველა მოსამართლე ამ კრიტერიუმით შევარჩიოთ და ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს. ერთ-ერთი რეკომენდაციის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ პროცესი ყოფილიყო გახსნილი, ყველას მისცემოდა მონაწილეობის საშუალება და ზუსტად ეს უზრუნველყო საქართველოს პარლამენტმა", აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.