საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფესტივალს დაესწრო. ფესტივალში მონაწილეობა 10-წლამდელთა 15 გუნდის 200-მა მოთამაშემ მიიღო.
პრემიერმა მორაგბე ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა, სამომავლო სპორტულ კარიერაში წარმატებები უსურვა და საჩუქრად ბურთები გადასცა.
"იცით, რომ ეს ბაზა რამდენიმე თვის წინ, ფონდ "ქართუს" დახმარებით გავხსენით. მიხარია, რომ რაგბი უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში და უფრო და უფრო მეტი ბავშვი ვარჯიშობს. მინდა მშობლებს მოვუწოდო, ვიაქტიუროთ და შევიყვანოთ ბავშვები სხვადასხვა სპორტულ მიმართულებებზე", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ მინისტრი ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებსაც შეხვდა და მათ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.