მამუკა ბახტაძე: წმინდა ნინოს შემოსვლა იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის
01-06-2019, 16:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წმინდა ნინოს შემოსვლა იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ფოკაში განაცხადა, სადაც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, 300 წლის განმავლობაში ამ ადგილზე ქართული ლოცვა არ აღევლინებოდა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით 30 წლის წინ აქ ქართული წირვა-ლოცვა აღდგა, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო.

 


"მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. 1700 წლის წინ ამ წმინდა მიწაზე ფეხი დაადგა წმინდა ნინომ ვაზის ჯვრით და დაიწყო და გაგრძელდა მოქცევა ქართლისა. ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის. ჩვენ რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ ჩვენი მთავარი დღესასწაული - 26 მაისი, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წელს მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო და დაიწყო ქადაგება ჭეშმარიტი რელიგიისა. ეს არის ის ძლიერი ფესვები, რომელზეც დგას ქართული სახელმწიფო, რითაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ამაყობს. ისტორიული ქარტეხილების გამო, თითქმის 300 წლის განმავლობაში ამ წმინდა ადგილებში ლოცვა არ აღევლინებოდა. ჩვენი უწმინდესის ძალისხმევით და ინიციატივით, 30 წლის წინ დაიწყო ქართულად ლოცვის აღვლენა ამ ულამაზეს კუთხეში და ესეც არის ეპოქალური მნიშვნელობის პერიოდი. აქ მოღვაწეობენ ბერ-მონაზვნები, რომელთა მიმართაც მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავაფიქსირო. თქვენ თქვენი ლოცვით, 24 საათიანი შრომით აძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს და ამისათვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 


პრემიერ მინისტრმა ისაუბრა რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ იგეგმება საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ტურისტების რაოდენობას ათჯერ გაზრდის.

 


"მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს ღირსეულ შვილებს. ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვან ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ ახალი ეკონომიკური სიცოცხლე შემოვიტანოთ ამ ულამაზეს კუთხეში. ეს იქნება ახალი გზები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მინიმუმ ათჯერ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ამ ულამაზეს კუთხეში. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა საგანძურის მფლობელია ეს ულამაზესი კუთხე", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 


მთავრობის მეთაურმა მღვდელმთავრებსა და ადგილობრივ მოსახლრობასთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღო საზეიმო მსვლელობაში, რომელიც ფარავნის ტბასთან დასრულდა.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი