საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე ფოკას მამათა მონასტრიდან მიულოცა, სადაც საზეიმო წირვას დაესწრო.
,,წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის შემდეგ საქართველო გამთლიანდა და გაქრისტიანდა, და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. ყველას ფარავდეს მისი მადლი", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სადღესასწაულო წირვის შემდეგ, პრეზიდენტი მსვლელობას შეუერთდა, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.