ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ 153 ბენეფიციარს სასაჩუქრე ნობათი გადასცა. მათ შორის არიან, მრავალაშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ლეიკემიით დაავადებული მოზარდები, დედ-მამით ობოლი ბავშვები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.
ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, მიმდინარე წლის მოქმედი სოციალური პროგრამით, მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით მიიღო დედ-მამით ობოლმა 10 ბავშვმა, ხოლო ამავე პროგრამის შესაბამისად, მატერიალური დახმარება 250 ლარის ოდენობით ჩაერიცხა ლეიკემიით დაავადებულ 2 ბენეფიციარს.
ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.