გიორგი მღებრიშვილი: კრიმინალთან ბრძოლა იქნება უკომპრომისო და თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება
06-08-2015, 05:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაგრძელდება ბრძოლა კრიმინალთან, ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამ უკომპრომისო ბრძოლაში თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილმა დღეს განაცხადა. იგი სამხარეო მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა და რეგიონების მიხედვით არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.



გიორგი მღებრიშვილმა სამხარეო მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.


„მე დღეს შევხვდი სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობას, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები. მათ უკვე ჩემგან კონკრეტული დავალებები მიიღეს. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ თითოეული ოჯახის, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, სტუმრის უსაფრთხოება დაცული იქნება. აუცილებლად გაგრძელდება ბრძოლა კრიმინალთან, ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამ უკომპრომისო ბრძოლაში თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება “, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი