ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო საამართლოს გადაწყვვეტილებას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, ზაზა სარალიძე ეხმაურება.
„წელიწადნახევრის განმავლობაში, პირველად გამოჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა გრძელდება ისევ ბოლომდე.
არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე. მოვუწედებ ხელისუფლებას რომ აქვთ ძალიან ცოტა დრო დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს არ შევარჩენ. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, თავი შეიკავოს ჩემი და ჩემი ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისგან", უთხრა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.